ზღვის აბაზანები
პირველი ნაშრომი, სადაც აღწერილი იყო ზღვის აბაზანების სამკურნალო თვისებები, ოქსფორდში, 1750 წელს ექიმმა ჩარლზ რასელმა გამოსცა. წიგნის გამოსვლის შემდეგ ინგლისსა და გერმანიაში ზღვის აბაზანები სამკურნალო პროცედურებად აღიარეს
ზღვის მარილში, ისევე, როგორც სუფრის მარილში არის ნატრიუმის ქლორიდი, მაგრამ ზღვის მარილში მეტი მიკროელემენტია, რომელიც ჩვეულებრივ მარილში არაა. ზღვის მარილში კალიუმია, რაც პრინციპული სხვაობაა სუფრის მარილთან შედარებით. კალიუმი ორგანიზმისთვის შეუცვლელი ელემენტია, რომლის გარეშეც უჯრედების ფუნქციონირება წარმოუდგენელია. ზღვის მარილი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს, რაც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისა და ორსულებისათვის ჯანმრთელი ბავშვის გასაჩენად.
ზღვის აბაზანები სასარგებლოა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებების, სიმსუქნის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების კომპენსირებული ფორმის, ლიმფადენტის, რაქიტის, სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს. ზღვაში ბანაობა ინიშნება მხოლოდ ზემოთ აღნიშნული პროცედურის შემდეგ შესაბამისი კლიმატური რეჟიმის გათვალსწინებით.