სპა / მედიცინა

"კოლხიდაში" მკურნალობა ყველას ინდივიდუალურად უტარდება

 ურეკში დასვენებისას და მკურნალობისას ადამიანის ორგანიზმზე კომპლექსურად მოქმედებს რამდენიმე ბუნებრივი და ფიზიკური ფაქტორი – ზღვის კლიმატი, თბილი ქვიშის აბაზანა და მცირე ინტენსივობის მაგნიტური ველი, ყოველივე ეს ქმნის საუკეთესო პირობებს გაჯანსაღებასა და დასვენებისათვის.

სამედიცინო მეთოდოლოგია 

 სასტუმრო “კოლხიდა”-ში მკურნალობა ყველა სტუმარს ინდივიდუალურად უტარდება გამოცდილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამკურნალო ფაქტორების გამოყენებას, განსაკუთრებით დადებითი შედეგები აქვს ბავშვთა დაავადებების მკურნალობის დროს. დადებითი ძვრები განპირობებულია არამარტო ქვიშის ზემოქმედებით, არამედ ურეკის ყველა კურორტული ფაქტორის ზემოქმედებით,  მათ შორის “თალასოთერაპიის” გავლენითაც. ამასთანავე, ბუნებრივია არ შეიძლება გამოირიცხოს ემოციური და ფსიქოთერაპიული ფაქტორი – გარემოს შეცვლა,  დასვენება, ლანდშაფტის სილამაზე და სხვა.ერთი კურსის ოპტიმალური ვადაა 24 დღე და იგი მოიცავს:

  • სხვადასხვა სახის მასაჟი; 
  • ქვიშის პროცედურები;
  • სამკურნალო-გამაჯანსაღებელი აბაზანები;
  • მაგნიტური ქვიშის აბაზანები;
  • ბალნეო-პროცედურები;

სამედიცინო პროფილაქტიკური მიმართულებები

  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა
  • ნერვული სისტემა
  • ფსიქორეაბილიტაცია
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემა
  • ენდოკრინული სისტემა
  • კანის დაავადებები
დახურვა