ჩვენ შესახებ
სასტუმრო კოლხიდა შავი ზღვის სანაპიროზე
სასტუმრო “კოლხიდა” ფიჭვნარით მდიდარ უნიკალურ სანაპიროზეა გაშენებული, ფლობს საკუთარ 3 ჰექტარ ეზოს და 250 გრძივ მეტრ პლაჟს. ჩვენი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი გთავაზობთ სერვისს, რომელშიც შეზავებულია კომფორტი და ტრადიციული ქართული სტუმარ-მასპინძლობა. სუბტროპიკული კლიმატი, თბილი ზღვა, მზე და უნიკალური მაგნიტური ქვიშა – ბუნების ეს ნამდვილი საოცრება შესანიშნავ საშუალებას იძლევა ტურისტების დასვენების, გაჯანსაღებისა და მკურნალობისათვის.
კორპორატიული ივენთები
“კოლხიდა” გთავაზობთ კომპლექსის ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზებას – დაწყებული ბიზნეს-ტრეინინგებით დამთავრებული ფართო მასშტაბიანი საორგანიზაციო გასვლითი ღონისძიებებით, ასევე კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებას. ბიზნეს-მომსახურების სპეციალური პაკეტი სხვადახვა დონისა და მასშტაბის საქმიანი ღონისძიებების ორგანიზებისათვის. სპეციალური ფასები, რაც დღეისათვის საქმიანი ტურიზმის/მომსახურების ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ წინადადებას წარმოადგენს. ,,კოლხიდა”, იდეალური ადგილია სპორტსმენებისათვის, დასვენებისა და გაჯანსაღებისათვის, მთელი სეზონის განმავლობაში, ჩვენ ვართ მზად მივიღოთ და მოვემსახუროთ არა მარტო საქართველოს გუნდებს არამედ უცხოეთის გუნდებსაც, კერძოდ: უკრაინა, აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი და ა.შ.
ბოტანიკური ბაღი