მაგნიტიტი

მაგნიტიტი

შავი ზღვის მაგნტური ქვიშა ცნობილია მე–19 საუკუნიდან. თავდაპირველად ამ ქვიშის დაუჯერებელი თვისებები თავის თავზე ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოცადა, რომლებიც საოცრად ადვილად და სწრაფად განიკურნებოდა სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებისაგან. ამ მოვლენებით დაინტერესდნენ მედიკოსები, მკლევარები, სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტები, რომლებმაც გამოიკვლიეს მაგნიტური ქვიშის მოქმედების მექანიზმი.

მრავალი ქვეყნის მეცნიერების მიერ დადგენილია ადამიანის ორგანიზმზე მაგნიტური ველის დადებითი ზემოქმედება. მაგნიტური ველის გავლენით ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური და ბიოლოგიური პროცესები იცვლება, მაგნიტური ველი ავლენს ტკივილდამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო ეფექტს და სტიმულირებს ქსოვილთა რეგენერაციას

ურეკში დასვენებისას და მკურნალობისას ადამიანის ორგანიზმზე კომპლექსურად მოქმედებს რამდენიმე ბუნებრივი და ფიზიკური ფაქტორი – ზღვის კლიმატი, თბილი ქვიშის აბაზანა და მცირე ინტენსივობის მაგნიტური ველი. ყოველივე ეს ქმნის საუკეთესო პირობებს გაჯანსაღებისა და დასვენებისთვის.

მაგნიტური ქვიშის აბაზანები, ძირითადად, ძვალ–სახსართა, პერიფერული ნერვული სისტემის, დაავადებების სამკურნალოდ, ასევე რაქიტის დროს გამოიყენება. ბავშვების შემთხვევაში, მაგნიტური ქვიშის აბაზანებს იღებენ, როცა მათ თანდაყოლილი ძვალსახსართა სისტემის დაავადებები აქვთ. ასევე სქოლიოზის, ლორდოზის, კიფოზისა და ხერხემლის სხვა დეფექტების შემთხვევაშიც.

ზღვა, თავისი კომპლექსით, უძლიერესი გამაჯანსაღებელი ფაქტორია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკურორტო მკურნალობის სწორად წარმართვას. მით უმეტეს, ზღვის პირობებში. მზის სხივები უდიდესი ბუნებრივი, ფიზიკური ფაქტორია. მათი სპექტრი ძალიან ძლიერია

ორგანიზმის ფიზიოლოგიური ადაპტაციის მაგალითია აკლიმატიზაცია- უპირველესად, უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანმა აკლიმატიზაცია შეიძლება განიცადოს როგორც შორეული მოგზაურობისას, ისე საკუთარ ქვეყანაში. რაც უფრო შორს ცხოვრობს ადამიანი იმ ადგილიდან, რომლის მონახულებასაც აპირებს, მით მეტია ორგანიზმის რეაქციის ალბათობა მოსალოდნელი ცვლილებებისადმი.

აკლიმატიზაციის სიმპტომებს ხშირად მივაწერთ ცუდ გუნება-განწყობას, გაციებას, მოწამვლას ან მზის დაკვრას.