კოლხიდა Resort & Spa

 სასტუმრო  “კოლხიდა” ფიჭვნარით მდიდარ უნიკალურ სანაპიროზეა გაშენებული, ფლობს საკუთარ 3 ჰექტარ ეზოს და  250 გრძივ მეტრ პლაჟს. ჩვენი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი გთავაზობთ სერვისს, რომელშიც შეზავებულია კომფორტი და ტრადიციული ქართული სტუმარ-მასპინძლობა. სუბტროპიკული კლიმატი, თბილი ზღვა, მზე და უნიკალური მაგნიტური ქვიშა – ბუნების ეს ნამდვილი საოცრება შესანიშნავ საშუალებას იძლევა ტურისტების დასვენების, გაჯანსაღებისა და მკურნალობისათვის. 

 

სტანდარტული ორადგილიანი

აპარტამენტი

სტანდარტული ოთხადგილიანი

სპა / მედიცინა

სასტუმროში მკურნალობა ყველას ინდივიდუალურად უტარდება

 ურეკში დასვენებისას და მკურნალობისას ადამიანის ორგანიზმზე კომპლექსურად მოქმედებს რამდენიმე ბუნებრივი და ფიზიკური ფაქტორი – ზღვის კლიმატი, თბილი ქვიშის აბაზანა და მცირე ინტენსივობის მაგნიტური ველი, ყოველივე ეს ქმნის საუკეთესო პირობებს გაჯანსაღებასა და დასვენებისათვის.

იხილე მეტი