სანატორიუმი "კოლხიდა" ფიჭვნარით მდიდარ უნიკალურ სანაპიროზეა გაშენებული, ფლობს საკუთარ 3 ჰექტარ ეზოს და საკუთარ 250 გრძივ მეტრ პლაჟს. ჩვენი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი გთავაზობთ სერვისს, რომელშიც შეზავებულია კომფორტი და ტრადიციული ქართული სტუმარ-მასპინძლობა. სუბტროპიკული კლიმატი, თბილი ზღვა, მზე და უნიკალური მაგნიტური ქვიშა - ბუნების ეს ნამდვილი საოცრება შესანიშნავ საშუალებას იძლევა ტურისტების დასვენების, გაჯანსაღებისა და მკურნალობისათვის.

სტუმრების განკარგულებაშია:

  • 76 სტანდარტული ნომერი;
  • 12 ლუქსი;
  • 3 აპარტამენტი;
  • პლაჟი მაგნიტური ქვიშით;
  • პირსახოცები, შხაპი;
  • პლაჟის სავარძლები და ქოლგები;
  • სასადილო დარბაზი 160 კაცზე;
  • რესტორანი და კაფე-ბარი ცოცხალი მუსიკით;
  • ბარი ტერასით და ზღვის ხედით;
  • ბუნგალო;
  • ბავშვთა მოედანი;
  • ფეხბურთის და ფრენბურთის მოედნები;
  • ბილიარდი;
  • მაგიდის ჩოგბურთი;
  • საზაფხულო კინოთეატრი;
  • კედელი კლდეზე მცოცავთათვის;
  • საკონფერენციო დარბაზი;
  • მასაჟის კაბინეტი;
  • სატელიტური ტელევიზია;
  • Wi-Fi - უკაბელო ინტერნეტი;
  • სადღეღამისო დაცვა;
  • ანიმატორები;
  • ტურისტული მარშრუტები;
  • გასართობი პროგრამები;
  • პროფესიონალი მაშველები;
  • დაცული ავტოსადგომი;
  • ფოტო-ვიდეო სერვისი;
  • ძიძა;
  • სამრეცხაო;
  • დაბადების დღის აღნიშვნა;

ეთნოგრაფიულ - კულტურული კუთხე:

Sanatorium Kolkhida

სანატორიუმ "კოლხიდა"-ს ტერიტორიაზე განთავსებულია ეთნოგრაფიულ -კულტურული კუთხე, სადაც შეძლებთ გაეცნოთ ქართულ სამზარეულოს, ამა თუ იმ კერძის მომზადების ქართულ ტრადიციას და ქართული სუფრის მრავალფეროვნებას.

შემოდგომა და რთველი თითქმის ყველა ქართველისთვის, განსაკუთრებით პატარებისთვის ჩურჩხელასთან ან ჯანჯუხასთან ასოცირდება. როგორ მოვამზადოთ ფელამუში და როგორ გავაკეთოთ ჩურჩხელა ამ ყველაფერს ნახავთ სანატორიუმ "კოლხიდა"-ში.

ქართული კულინარიის შესწავლის მოკლე კურსი:

Sanatorium Kolkhida

ჩვენთან სანატორიუმ „კოლხიდაში“ ჩვენს დამსვენებელს ვთავაზობთ ქართული კულინარიის საუკეთესო ტრადიციების გაცნობას და შესწავლას.

  • ხინკლის მომზადების ქართული ტრადიციას;
  • უგემრიელესი, შეშაზე შემწვარი მწვადი;
  • ხაჭაპურის გამოცხობის ტრადიცია, საქართველოს თითოეულ კუთხეს ხაჭაპურის გამოცხობის სხვადასხვა ტრადიცია გააჩნია, აქედან გამომდინარე არსებობს: იმერული ხაჭაპური კეცზე და თონეში, მეგრული ხაჭაპური, აჭარული ხაჭაპური და ა.შ.;
  • ქართული სუფრის მშვენება - ჩაქაფული ბატკნის ხორცით;
  • ღომი, სულგუნი და ელარჯი, მჭადები, სვანური კუბდარი;
  • ქართული საახალწლო სუფრის მთავარი ტკბილეული: გოზინაყი არომატული თაფლითა და ნიგვზით;

ყველაფერ ამას თქვენ, სურვილის შემთხვევაში, ჩვენთან „კოლხიდის“ გურულ ფაცხაში, შეგასწავლიან ქართველი მზარეულები.