"კოლხიდაში" ყველა პირობაა შექმნილი სრულყოფილი ოჯახური დასვენების, ჯანმრთელობის რეაბილიტაციისა და გართობისთვის. ჩვენს გამაჯანსაღებელ ცენტრში შემოთავაზებული პროცედურები საშუალებას მოგცემთ სრულყოფილად დაისვენოთ და აღიდგინოთ ენერგია. აქ თქვენ შეძლებთ საკუთარ თავზე გამოსცადოთ ურეკის უნიკალური მაგნიტური ქვიშის სამკურნალო ეფექტი, რომელიც ერთნაირად ეფექტურად მოქმედებს როგორც ბავშვებზე, ასევე, დიდებზე, მით უფრო, რომ მაგნიტური ველი გადაღლილობის, სტრესის მოხსნისა და დეპრესიისგან თავის დაზღვევის საუკეთესო საშუალებაა.

თავისუფალი დროის დაგეგმვა

  • პროგრამით გათვალისწინებული კულტურულ-გასართობი ღონისძიებები მოიცავს: დისკოთეკას, დასვენების საღამოებს, სპორტულ თამაშებს, შეჯიბრებებს, კონკურსებს, კონცერტებს, ნეპტუნის დღესასწაულს და ა.შ.
  • სპორტის მოყვარულთათვის მუდმივად ეწყობა ფრენბურთისა და საფეხბურთო თამაშები დამსვენებელთა და სანატორიუმის პერსონალის გუნდებს შორის.
  • ბუნების მოყვარულებისთვის ეწყობა ლაშქრობები კოლხეთის ეროვნულ პარკში.
  • თევზაობისა და სიჩუმის მოყვარულთათვის ეწყობა მეთევზის დღეები.
  • მუსიკალური მარათონების მოყვარულებისთვის არსებობს დიკოთეკა და კარაოკე ხმის მაღალი ხარისხის რეგულირებით.
  • სანატორიუმის ტერიტორიაზე `ჩამოჯდომის~ მოყვარულების განკარგულებაშია ბუნგალო.
  • მწვადის მოყვარულებისთვის სანატორიუმს გააჩნია ყველა საჭირო ინვენტარი.
  • კემპინგებისა და ოჯახური პიკნიკებისათვის ვაწყობთ გასვლებს დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ეგზოტიკურ ადგილებში.

სტუმრებს, ასევე, შეუძლიათ აირჩიონ სხვა მრავალი გასართობი:

  • წყლის სპორტის სახეობები (კატერი, წყლის მოტოციკლი, პარაშუტი, ბანანი)
  • კლდეზე ცოცვა
  • მაგიდის ჩოგბურთი
  • ბილიარდი
  • დართსი და სხვა

ბავშვთა კლუბი

ჩვენს პატარა სტუმრებს მოუთმენლად ველით საბავშვო კლუბში.

სხვადასხვა სახის სპორტული, ანიმაციური პროგრამები და თამაშები საშუალებს მისცემს თქვენს პატარას მხიარულად და საინტერესოდ გაატაროს მთელი დღე. სათამაშო მოედნები ღია ცის ქვეშ, ანიმატორები, კარაოკე და სხვა მრავალი სიურპრიზი ელის ბავშვებს ჩვენთან.

საზაფხულო ელექტრო-ავტობუსით თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ ატრაქციონების პარკ "გურია პარკი"-ს, სადაც საოცარი თამაშები და მხიარული ატრაქციონები კიდევ უფრო გაახალისებს და მოხიბლავს თქვენს პატარას.