"კოლხიდა" გთავაზობთ კომპლექსის ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზებას – დაწყებული ბიზნეს-ტრეინინგებით დამთავრებული ფართო მასშტაბიანი საორგანიზაციო გასვლითი ღონისძიებებით, ასევე კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებას. ბიზნეს-მომსახურების სპეციალური პაკეტი სხვადახვა დონისა და მასშტაბის საქმიანი ღონისძიებების ორგანიზებისათვის. სპეციალური ფასები, რაც დღეისათვის საქმიანი ტურიზმის/მომსახურების ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ წინადადებას წარმოადგენს. ,,კოლხიდა", იდეალური ადგილია სპორტსმენებისათვის, დასვენებისა და გაჯანსაღებისათვის, მთელი სეზონის განმავლობაში, ჩვენ ვართ მზად მივიღოთ და მოვემსახუროთ არა მარტო საქართველოს გუნდებს არამედ უცხოეთის გუნდებსაც, კერძოდ: უკრაინა, აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი და ა.შ

თქვენს განკარგულებაშია:

  • საკონფერენციო დარბაზი 150 ადამიანზე;
  • მოლაპარაკებათა 3 ოთახი;
  • საბანკეტო და მიღებების დარბაზები;
  • ღონისძიების კოორდინაცია შეკვეთის მიღების წუთიდან უკანასკნელი სტუმრის გამგზავრებამდე;
  • გასართობი და შოუ-პროგრამების ორგანიზაცია;
  • საექსკურსიო მომსახურება

არსებული საოფისე ტექნიკა და სერვისები:

მაგიდები, სკამები, კონდიციონერი/გამათბობელი, ვიდეოპროექტორი, ეკრანი, დაფა მარკერებით, ფლიპ-ჩარტი, ხმის გამაძლიერებელი სისტემა მიკროფონით, ვიდეო/DVD პლეერი, ტელეფონი/ფაქსი, სკანერი/ასლგადამღები, კომპიუტერი, ბანკომატი.

 

საქმიან ღონისძიებათა მონაწილეთათვის გთავაზობთ კოფე-ბრეიკების ფართო არჩევანს:

  • კლასიკური – ყავა, ნაღები, ჩაი ლიმონით, ბუტერბროდი (ყველი, ვიჩინა, ძეხვი).
  • ტრადიციული – ყავა, ნაღები, ჩაი ლიმონით, ტაფლი, ჯემი, ღვეზელი (სოკოს, კარტოფილისა, და ხორცის), მინერალლური წყალი, ნატურალური წვენები.
  • ევროპული – ყავა, ნაღები, ჩაი ლიმონით, სხვადსხვა ნამცხვრები, ხილი, წვენი, შამპანური (შუშხუნა ღვინო).

 

ბანკეტების ორგანიზება ხდება მაღალ დონეზე შემკვეთის სურვილების გათვალისწინებით.