სანატორიუმში მსახურობენ სერტიფიცირებული ექიმები და საშუალო მედპერსონალი: თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ბავშთა ნევროპათოლოგი, ფიზიოთერაპევტი, ორთოპედი, ექიმი-ლაბორანტი, მასაჟისტები, მეთოდისტი, რეაბილიტოლოგი, მედდები.

სანატორიუმის ყოველ პაციენტს უტარდება: სპეციალისტების კონსულტაცია, ლაბორატორიული გამოკვლევები და ენიშნება შესაბამისი პროცედურები.

სანატორიუმში ხორციელდება სადღეღამისო მორიგეობა, პირველადი სამედიცინო დახმარების და შემდგომი მედიკამენტოზური მკურნალობის მიზნით.

I საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა

  • ტრავმის შემდგომი დაზიანებების რეაბილიტაცია (მოტეხილობები, დაზიანებები).
  • რაქიტის პროფილაქტიკა და მისი თანმდევი მოვლენების მკურნალობა.
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები: რევმატიული და ინფექციური პოლიართრიტი რემისიის ფაზაში. გაცვლითი დისტროფიული პოლიართრიტი, მენჯ-ბარძაყის დისპლაზია, კოქსართროზის კომპენსირებული ფორმები.
  • ზოგიერთი ლოკალიზაციის ოსტეოჰონდროპათიები: მკურნალობა და რეაბილიტაცია (პერპესის და ოსგუტ-შლაბერის დაავადება).
  • ტანმედეგობის დარღვევა: სქოლიოზი, კიფოსქოლიოზი, ბრტყელტერფიანობა.
  • ოსტეოჰონდროზი, სპონდილოზი, სპონდილოართროზი.
  • დორსალეგია.

II ნერვული სისტემა

  • ნერვული სისტემის ფუნქციონალური დაავადება, ნევროზები, მათ შორის კლიმაქტორული ნევროზი.
  • ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები: ნევრიტი, როლინევრიტი, პლექსიტი. როლირადიკულონევრიტი არამწვავე პერიოდის.

III ფსიქორეაბილიტაცია

  • ფსიქორეაბილიტაცია (სტიქიური უბედურებები, ტერაქტები და ა. შ.)

IV გულ-სისხლძარღვთა სისტემა

  • I და II სტადიის ჰიპერტონული დაავადება.
  • მიოკარდიოდისტროფია სისხლის მიმოქცევის უკმარისობა I სტადია.
  • კომპენსირებული ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი.
  • კორონალური ატეროსკლეროზი I სტადია.
  • თანდაყოლილი გულის მანკის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია (ფალოსტრიადა, ფალოსტეტრადა).

V ენდოკრინული სისტემა

  • დიფუზური ჩიყვი იოდის უკმარისობით.
  • ალიმენტური სიმსუქნე.

VI კანის დაავადებები

  • ფსორიაზი რემისიის ფაზაში.

მკურნალობის მეთოდები

  • მაგნიტური ქვიშის აპლიკაცია. ეს პროცედურა ხორციელდება ზაფხულის მზიან ამინდში ექიმის დანიშნული მეთოდიკით და მედპერსონალის ზედამხედველობის ქვეშ. ქვიშის აბაზანის საერთო ხანგრძლივობა 10 - 40 წუთის განმავლობაში. ბავშვებისათვის 5 - 15 წუთის განმავლობაში. ქვიშის აბაზანების თერაპიული მოქმედება განპირობებულია უმთავრესად ტემპერატურული ფაქტორისა და ქვიშის მექანიკურ გავლენის შეთანხმებით. რაც შეეხება ურეკის ქვიშას, აქ ემატება კიდევ მისი მაგნიტური ველის გავლენა. მაგნიტური ქვიშის აპლიკაციის ზემოქმედების ქვეშ უმჯობესდება ადამიანის ორგანიზმში ჟანგვითი-აღდგენითი რეაქცია, დადებითად მოქმედებს ორგანიზმის საერთო ჰემოდინამიკაზე, უმჯობესდება კაპილარებში სისხლის მიმოქცევა, შეინიშნება ლიპიდური ცვლის მოწესრიგება.
  • ზღვის პროცედურები. ცურვა
  • სამკურნალო აბაზანები (წიწვოვანი, ევკალიპტის, ანტიალერგიული) პაციენტები იღებენ სამკურნალო აბაზანებს ექიმის დანიშნულებით.
  • მასაჟს და სამკურნალო ფიზკულტურას ატარებენ სპეციალისტები ექიმის დანიშნულებით.
  • ფიზიოთერაპია (ელექტროფორეზი, ფონოფორეზი, უ.ი.ს., აპლიპულსთერაპია), ნიშნავს ფიზიოთერაპევტი ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ.