ზღვისპირა კურორტ ურეკს, თავისი უნიკალური და განუმეორებელი სამედიცინო ფაქტორებით, უჭირავს მნიშვნელოვანი ადგილი ევროპის გამაჯანსაღებელ და სამკურნალო ზღვისპირა კურორტებს შორის. ამ კურორტის სამკურნალო ფაქტორები შესწავლილი და გამოკვლეულია 30 წელზე მეტ პერიოდში მკურნალობით, კურორტოლოგიისა და გ. კონიაშვილის სახელობის ფიზიოთერაპიის ინსტიტუტების და მათი ფილიალების, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, მოსკოვის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერთა კოლექტივების მიერ. კურორტ ურეკში მაგნიტური ველი, შექმნილი ქვიშის ტიტანომაგნეტიტური და ფერომაგნიტური ფრაქციებით და მაგნეტიტის ქვიშის მინერალოგიური შემადგენლობა რამდენჯერმე აძლიერებს ზემოაღნიშნულ მასტიმულირებელ ფაქტორს. გარდა ამისა, ჩატარებული სამეცნიერო კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ამ მაგნეტიტის ქვიშის მაგნიტური ველი წარმოადგენს დამოუკიდებელ ძლიერ მასტიმულირებელ ფაქტორს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების ეფექტური მკურნალობა, თუ ეს ფაქტორი არის სწორი და გამოყენებულ იქნება საკმარისი დოზით.

მაგნეტიტური ქვიშა, მისი წარმოშობისა და დაგროვების მიზეზების კვლევა

სანაპიროს საზღვაო ზოლი მდ. სუფსიდან მდ. ნატანებამდე 300 დან 700 მ. სიგანეზე წარმოდგენილია სხვადასხვა ხარისხის გამდიდრებული წვრილმარცვლოვანი ტიტანით და ფერომაგნეტიტური ქვიშით. ურეკის სანაპიროზე მაგნეტიტური ქვიშის არსებობის შესახებ ცნობილია XI საუკუნის დასაწყისიდან. ამის შესახებ პირველი ოფიციალური განცხადება გვხვდება აკადემიკოს გ. აბიხის სამეცნიერო ნაშრომებში, ხოლო 1887 წელს მაგნეტიტური ქვიშის საბადო დაფიქსირებულია ს. სიმონოვიჩისა და ა. სოროკინის გეოლოგიურ რუკაზე.

მაგნეტიტის ქვიშის ლაბორატორიული კვლევების შედეგები

ნიმ. №

შემადგენლობა %

Fe

FeO

SiO2

CaO

AI2O3

MgO

TiO3

1

47.63

16.60

13.44

4.43

2.75

2.75

5.23

2

48.56

15.46

12.69

3.79

3.62

3.62

4.79

3

48.12

16.28

12.93

4.10

3.07

3.07

5.11

მინერალების ფიზიკური თვისებები

მინერალი

ხვედრითი წონა

გრ/სმ3

სიმკვრივე

გრ/სმ3

მაგნ. მგრძნობელობა

გრ/სმ3

ელ. გამტარიანობა

ომ/სმ

მაგნეტიტი

ლიმონიტი

ილმენიტი

ლეიკოქსენი

რუტილი

სფენი

პიროქსენი

კვარცი

სიდერიტი

ბიოტიტი

მუსკოვიტი

მონაციტი

ცირკონი

აპატიტი

გრანიტი

ქვიშა სრულად

 

4,8-5,0

3,6-4,0

4,5-5,0

3,8-3,0

4,2-4,3

3,4,36

3,2-3,6

2,5-2,8

3,8-3,9

2,7-3,1

2,8-3,0

4,9-5,3

4,2-4,7

3,2

3,15-4,3

2,2-2,4

5,5-6,5

5,0-5,5

5,0-6,0

-

6,0

5,0-5,5

5,0-6,0

7,0

3,5-4,0

2,0-3,0

2,0-2,5

5,0-5,5

7,5

4,5-5,0

6,5-7,5

-

0,03-0,1

3,6-10-6

2,71,10-6

-

2,10-6

-

65,10-6

0,2,10-6

63,10-6

140-52,10-6

-

14,10-5

14,10-6

-

6,10-6

-

10-6

-

-

-

-

10-4

10-6

10-12

10-12

10-12

10-12

10-12

10-12

10-12

10-12

-

მაგნეტიტური ქვიშა წარმოიქმნა მდინარეების სუფსისა და ნატანების მიერ ზღვაში აჭარა-თრიალეთის ფენათა სისტემის ეფუზური ეოცინური წარმონაქმნების რეცხვის მასალის ჩატანის ხარჯზე.

კურორტის კომპლექსური სამკურნალო ფაქტორების კვლევების შედეგები

კურორტ ურეკის ბუნებრივი სიმდიდრეებია: თბილი ზღვა, სასწაულებრივი მაგნეტიტის ქვიშის პლაჟები, მზე, რბილი სუბტროპიკული ჰავა, მდიდარი სუბტროპიკული ბუნება ქმნის უაღრესად ხელსაყრელ პირობებს დასვენებისა და მკურნალობისათვის.

ურეკის დადებითი საკურორტო ფაქტორები შეიძლება გამოყენებულ იქნას საკმაოდ ბევრი დაავადებების სამკურნალოდ. კერძოდ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და პერიფერიულ სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალური დაავადებები, სხვადასხვა სახის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები და ა.შ. სამკურნალო ფაქტორები ერთნაირად წარმატებით გამოიყენება როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების სამკურნალოდ.

ურეკის საკურორტო ფაქტორების პირველი ეპიზოდური სამედიცინო კვლევები ჩატარდა 1963 წლიდან - ნ. ქარცივაძე, ვ. თოხაძე, დ. ზოიძე, ვ. ვასაძე და სხვა.

ურეკის საკურორტო ფაქტორების სისტემური და მიზანმიმართული შესწავლა გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა მკურნალობისათვის დაიწყო 1977 წელს საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის და მისი ფილიალების, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის, მოსკოვის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტის მეცნიერების და მედიკოსების მიერ. მეცნიერულად დადგენილია რბილი სუბტროპიკული კლიმატისა და მაგნეტიტის ქვიშის აბაზანების დადებითი გავლენა ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, გულის იშემიური ქრონიკული დაავადების, სხვადასხვა წარმოშობის გულის მანკის დაავადების მქონე ავადმყოფებზე. ხანგრძლივმა ექსპერიმენტულმა სამედიცინო კვლევებმა საშუალება მისცა მეცნიერ-მედიკოსებს დაედგინათ ურეკის ქვიშის დადებითი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე, კერძოდ გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვულ, ასევე საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. ეს გავლენა განისაზღვრება არა მხოლოდ თერმული ეფექტით, არამედ მეტწილად მაგნიტური ველის მუდმივი მოქმედებით.

მეცნიერ-მედიკოსებმა დაადგინეს (ნ. სემენოვა 1948, ა. ვიალოვ 1968, გ. ბლინკოვა 1969, ა. კოგანი 1971, გ. იაკოვლევა 1973, თ. ჟღენტი 1972, გ კომაროვა 1971, და სხვა), რომ მუდმივი მაგნიტური ველის ბიოლოგიური ზემოქმედებების მთავარი დამახასიათებელი არის მისი თვისება შეცვალოს ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემების ფუნქციური მდგომარეობა. ეს ცვლილებები, თავის მხრივ, გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი სისტემის და გლუვი კუნთების მუშაობის და ა.შ. მდგომარეობაზე.

მრავალმა მეცნიერმა მედიკოსმა შეისწავლა ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდნენ სუსტი ინტენსივობის მაგნიტური ველის ზემოქმედების ქვეშ. აღმოჩნდა, რომ შემცირდა გულისცემა, დაიწია არტერიულმა წნევამ, გაიზარდა სისხლის ნაკადი, შემცირდა სისხლის რაოდენობა, რომელიც არის მიმოქცევაში, ანუ მოხდა ჰემოდინამიკური მონაცემების დადებითი ცვლილებები. ორგანიზმის ფიზიოლოგიური რეაქციების საფუძველს მაგნიტური ველის მოქმედებაზე წარმოდგენს ვაგოტონური ეფექტის გაძლიერება, რაც თავის მხრივ უკავშირდება ვაგოტონური ტონუსის შემცირებას.

სუსტი ინტენსივობის მუდმივი მაგნიტური ველი, როგორც ადასტურებენ სამედიცინო დაკვირვებები, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის სისტემაზე მოქმედება აფართოვებს კაპილარებს, გავლენას ახდენს ორგანიზმის საერთო ჰემოდინამიკაზე, რაზეც მიუთითებს გულისცემის სიხშირის შემცირება, არტერიული წნევის დაწევა, სისხლის ნაკადის აჩქარება, კორონარული სისხლის შემოდინების გაუმჯობესება ელექტროკარდიოგრაფიული მონაცემების საფუძველზე და ა.შ.

სამედიცინო დაკვირვებები ადასტურებენ ჟანგვითი-აღდგენითი რეაქციების მკვეთრ გაუმჯობესებას ადამიანის ორგანიზმში, ლიპიდური ცვლის მოწესრიგებას, სისხლის კოაგულაციური თვისებების გაუმჯობესებას.

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებებისას (მაგრამ აქტივობის პროცესის არარსებობისას), კიდურების პერიფერიული ნერვების და არტერიული სისხლძარღვების დაზიანებისას და სხვა პათოლოგიური მდგომარეობისას რეკომენდირებულია ქვიშის აბაზანები - გახურებული ქვიშის გამოყენება მკურნალობის მიზნით. არსებობენ ბუნებრივი და ხელოვნური გათბობის ქვიშის აბაზანები. ბუნებრივი გათბობის ქვიშის აბაზანები გამოიყენება ძირითადად ევპატორიაში. კურორტები სამკურნალო ქვიშებით ფუნქციონირებენ გერმანიაში, ჩინეთში, საფრანგეთში, იტალიაში, იაპონიაში და სხვა ქვეყნებში.

ქვიშის აბაზანებსთვის ქვიშა უნდა იყოს სუფთა, გაცრილი. ქვიშის ცალკეული მარცვლის ოპტიმალური ზომაა - 0,25-2 მმ ფარგლებში (ურეკის ქვიშას აქვს ზომა ქვიშის ცალკეული მარცვლისათვის 0.17 0, 5 მმ). ქვიშის მარცვლის დიდი ზომა დააზიანებს კანის საფარს, ხოლო ყველაზე პატარები - ხელს შეუწყობენ მტვერის ფორმირებას. ქვიშის მცირე თერმული გამტარიანობა საშუალებას აძლევს ავადმყოფებს, მიუხედავად ქვიშის მაღალი ტემპერატურისა, შედარებით ადვილად გადაიტანოს ქვიშის აბაზანები. ქვიშის ჰიდროსკოპულობა და სიმშრალე ხელს უწყობს ოფლის შეწოვას, გამოყოფილი ავადმყოფის მიერ პროცედურის დროს.

ბუნებრივი გათბობის საერთო ქვიშის აბაზანების მეთოდიკა მდგომარეობს შემდეგში: პლაჟის ერთერთ უბანს შემოღობავენ ქარისგან დასაცავად და ქვიშის უკეთ გასათბობად. ქვიშას ცრიან. დილის 6-7 საათზე ამ მოედანს ყოფენ მედალიონების ფორმის სამ უბნად. ყოველი უბნის ირგვლივ კეთდება დაახლოებით 30 სმ სიმაღლის ამაღლება. 11-12 საათისთვის, როდესაც ქვიშა გათბება 500-მდე, გაშიშვლებული ავადმყოფი წვება უბანზე-მედალიონზე. ამაღლებებიდან ცხელ ქვიშას აყრიან ავადმყოფს, თავისუფალი რჩება თავი და გულმკერდი გულის მხრიდან. თავი აუცილებლად უნდა დადოს უფრო მაღლა, აღმართავენ საჩრდილობელ ფარს მზისგან დასაცავად. შეიძლება თავის დასველება ცივი წყლით. საერთო ქვიშის აბაზანების ხანგრძლივობა უფროსებისათვის 10 დან 30-40 წუთი, ბავშვებისათვის 5 დან 15 წუთი. პროცედურის დამთავრების შემდეგ, პაციენტი განთავისუფლდება ქვიშისაგან, დააფარებენ ზეწარს, დაასვენებენ 15-20 წუთით დამჯდარ მდგომარეობაში, რომლის შემდეგაც დაასხამენ მზით გამთბარ წყალს და გაამშრალებენ. ამის შემდეგ რეკომენდირებულია დასვენება 1.5-2 საათის განმავლობაში შენობაში. მკურნალობის კურსი 10-15 აბაზანა.

მზის სხივებით გამთბარი ქვიშის ტემპერატურამ შეიძლება მიაღწიოს 600, მაგრამ 5 სმ სიღრმეზე მისი ტემპერატურა შესამჩნევად მცირდება. ამიტომ, ყველაზე ცხელ დღეებშიც, თუ ქვიშას კარგად ავურევთ, დამწვრობა არ მოხდება.

ქვიშის აბაზანების თერაპიული მოქმედება განპირობებულია უმთავრესად ტემპერატურული ფაქტორის ქვიშის მექანიკურ გავლენასთან შეთანხმებით. რაც შეეხება ურეკის ქვიშას, აქ ემატება მისი მაგნიტური ველის ზეგავლენაც. ქვიშა თანაზომიერად და ხანგრძლივად გადასცემს სითბოს სხეულის ზედაპირს, იწვევს რა სისხლძარღვთა ქსელის ნერვულ რეფლექტორულ რეაქციას. ამას ხელს უწყობს ნელი სითბოს გაცემა და მისი სხეულთან მჭიდრო შემოკვრა კანის ზედაპირთან მისი უსწორმასწოროების შევსებით. ქვიშის აბაზანების მექანიკური გავლენა გამოიხატება ქვიშის მასის ზეწოლაში და მის მასირებულ მოქმედებაში კანის სისხლის მიმოქცევის და ლიმფური ქსელზე და უფრო ღრმა ქსოვილებზე.

ქვიშის აბაზანებს აქვთ ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ის აძლიერებს ჟანგვით პროცესებს ორგანიზმში, აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას. ქვიშის აბაზანების ამტანიანობა, მათ შორის ხანდაზმული ადამიანების მიერ, გაცილებით ადვილია, ვიდრე ამავე ტემპერატურის ტალახის აპლიკაციების.

ხელოვნური გათბობის ქვიშის აბაზანების მეთოდიკა მდგომარეობს შემდეგში: გასუფთავებული გაცრილი ქვიშა თბება ღუმელებში, ბაკებში, მაყალზე ან სპეციალურ აპარატებში. გახურებული ქვიშა აბაზანაში ირევა ცივთან საჭირო ტემპერატურამდე. მის ფსკერზე იყრება ცხელი ქვიშის ფენა 5 სმ. ავადმყოფი წვება და მას ფარავენ 10-15 სმ ფენის ქვიშით და შალის საბნით. თავზე იდება ცივი კომპრესი. პროცედურის ხანგრძლივობა 40-50 წუთი. აბაზანის შემდეგ მიიღებს თბილ შხაპს, ავადმყოფს შეახვევენ თბილ საბანში და აწვენენ 1-1.5 საათი. შეიძლება გამოყენებულ იქნას ადგილობრივი ქვიშის აბაზანები გამთბარი ქვიშის ვანებით ან სათბურებით ხანგრძლივობით 1-1,5 საათი. ჩვეულებრივი საერთო ქვიშის აბაზანები იწყება 450 ტემპერატურიდან და თანდათან ადის 550. ადგილობრივი ქვიშის აბაზანების ტემპერატურა შეიძლება აწეულ იქნას 600.

მაგნეტიტური ქვიშის ზეგავლენის ქვეშ აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა ადამიანის კანის უჯრედებში. ეს გარემოება განსაზღვრავს ადამიანის ორგანიზმის მიერ შთანთქმას კანის მეშვეობით მაგნიუმის და იოდის დიდ რაოდენობას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს პრობლემის მოგვარებას, დაკავშირებულს ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებთან და ქრონიკულ დაღლილობასთან. აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას, ხდება ე.წ. ადამიანის ორგანიზმში უჯრედების "გაახალგაზრდავება".

ცნობილია, რომ კოსმონავტებსა და მფრინავებს, რომელთაც დიდხანს უწევთ ფრენა ზებგერითი სიჩქარით, დიდი ფიზიკური დატვირთვის გამო და უწონობის პირობებში ყოფნა, ხშირად უვითარდებათ გლუვი კუნთების დაავადებები და აქედან გამომდინარე სხვადასხვა პათოლოგიები, მათ შორის იმპოტენცია. ასეთი პაციენტების რეაბილიტაცია რთულია და ხდება ე.წ. სპეციალურ მაგნიტურ ბაროკამერებში, სადაც ისინი უნდა დარჩნენ საკმარისად დიდხანს, რაც მათთვის ცუდად გადაიტანება. ურეკის მაგნეტიტური ქვიშის კურორტის სხვა სამკურნალო ფაქტორებთან კომპლექსის საშუალებით, რბილი სუბტროპიკული კლიმატის პირობებში, ასეთი დაავადებების რეაბილიტაცია იქნება უფრო ეფექტური.

მედიცინისათვის ცნობილია, რომ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილოეთ განედში და ზაფხულში დასასვენებლად და სამკურნალოდ მიემგზავრებიან სამხრეთ კურორტებზე, სადაც ჰაერის ტემპერატურა 370C და მეტი, ჩამოსვლისთანავე აღენიშნებათ იმუნიტეტის დაქვეითება, ისინი სხვა დამსვენებლებზე მეტად ექვემდებარებიან რესპირატორულ დაავადებებს.

ბუნებრივია, ასეთი პირებისთვის კურორტებზე დასვენება და მკურნალობა, სადაც ტემპერატურა 370C და უფრო მაღალია უკუნაჩვენებია, მათთვის სამედიცინო თვალსაზრისით, ოპტიმალური არის რბილი კლიმატის კურორტებზე დასვენება და მკურნალობა. ამ მხრივ, კურორტ ურეკს აქვს აშკარა უპირატესობა ხმელთაშუა ზღვის და ადრიატიკის ცნობილ კურორტებს შორის. დღეს მიმდინარე სამეცნიერო კვლევები აძლევთ მედიკოსებს შესაძლებლობას გამოავლინონ ამ უნიკალური კურორტის ფაქტორების ადამიანის ორგანიზმის მრავალ დაავადებებზე გავლენის ჯერ კიდევ მრავალი უცნობი ასპექტები.

ვიმედოვნებთ, რომ სასწაულებრივი მაგნეტიტის ქვიშის სანაპიროები, ყველაზე თბილი ზღვის წყალი მთელს შავ ზღვაზე, რბილი სუბტროპიკული კლიმატი და მოსახერხებელი გეოგრაფიული მდებარეობა გახდის ურეკს XXI საუკუნის ერთერთ საუკეთესო სამკურნალო და შავი ზღვისპირეთის ცნობილ კურორტად.

უკუჩვენებანი

გარდა ყველა ზღვისპირა კურორტისათვის არსებული უკუჩვენებებისა (ყველა დაავადება მწვავე პერიოდში: ავთვისებიანი სიმსივნე, სისხლის ყველა დაავადებანი, ტუბერკულოზი, სისხლდენები, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებანი, ფსიქიკური დაავადებანი და სხვა), კურორტ ურეკისათვის, უკუნაჩვენებია შემდეგი დაავადებანი:

  • ჰიპერტონული დაავადება კრიზული მიმდინარეობით და II ბ სტადიაში.
  • თავის ტვინის სისხლძარღვთა გამოხატული სკლეროზი თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით.
  • კორონარული უკმარისობა სტენოკარდიის ხშირი შეტევებით.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებანი სისხლის მიმოქცევის უკმარისობის I-III სტადიის შემთხვევაში.
  • გულის რიტმის დარღვევანი პაროქსიზმული ტაქიკარდია, მოციმციმე არითმია, სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.
  • მარცხენა პარკუჭის უკმარისობის მწვავე შეტევები კარდიალური ასთმის სახით.
  • სახსართა ანთებითი დაავადებანი პათოლოგიური პროცესის აქტივობისას.
  • საშუალო სიმძიმის და მძიმე ფორმის ბრონქული ასთმა.