სერვისები

სტუმრების განკარგულებაშია:

• 76 სტანდარტული ნომერი;
• 12 ლუქსი;
• 3 აპარტამენტი;
• პლაჟი მაგნიტური ქვიშით;
• პირსახოცები, შხაპი;
• პლაჟის სავარძლები და ქოლგები;
• სასადილო დარბაზი 160 კაცზე;
• რესტორანი და კაფე-ბარი ცოცხალი მუსიკით;
• ბარი ტერასით და ზღვის ხედით;
• ბუნგალო;
• ბავშვთა მოედანი;
• ფეხბურთის და ფრენბურთის მოედნები;
• ბილიარდი;
 
• საზაფხულო კინოთეატრი;
• კედელი კლდეზე მცოცავთათვის;
• საკონფერენციო დარბაზი;
• მასაჟის კაბინეტი;
• სატელიტური ტელევიზია;
• Wi-Fi – უკაბელო ინტერნეტი;
• 24/7 დაცვა;
• მაგიდის ჩოგბურთი;
 
• ანიმატორები;
• ტურისტული მარშრუტები;
• გასართობი პროგრამები;
• პროფესიონალი მაშველები;
• ფოტო-ვიდეო სერვისი;
• ძიძა;
• სამრეცხაო;
• დაბადების დღის აღნიშვნა;
 
“კოლხიდა”-ს ტერიტორიაზე განთავსებულია ეთნოგრაფიულ -კულტურული კუთხე, სადაც შეძლებთ გაეცნოთ ქართულ სამზარეულოს, ამა თუ იმ კერძის მომზადების ქართულ ტრადიციას და ქართული სუფრის მრავალფეროვნებას.
შემოდგომა და რთველი თითქმის ყველა ქართველისთვის, განსაკუთრებით პატარებისთვის ჩურჩხელასთან ან ჯანჯუხასთან ასოცირდება. როგორ მოვამზადოთ ფელამუში და როგორ გავაკეთოთ ჩურჩხელა ამ ყველაფერს ნახავთ “კოლხიდა”-ში.

„კოლხიდაში“ ჩვენს დამსვენებელს ვთავაზობთ ქართული კულინარიის საუკეთესო ტრადიციების გაცნობას და შესწავლას.

  • ხინკლის მომზადების ქართული ტრადიციას;
  • უგემრიელესი, შეშაზე შემწვარი მწვადი;
  • ხაჭაპურის გამოცხობის ტრადიცია, საქართველოს თითოეულ კუთხეს ხაჭაპურის გამოცხობის სხვადასხვა ტრადიცია გააჩნია, აქედან გამომდინარე არსებობს: იმერული ხაჭაპური კეცზე და თონეში, მეგრული ხაჭაპური, აჭარული ხაჭაპური და ა.შ.;
  • ქართული სუფრის მშვენება – ჩაქაფული ბატკნის ხორცით;
  • ღომი, სულგუნი და ელარჯი, მჭადები, სვანური კუბდარი;
  • ქართული საახალწლო სუფრის მთავარი ტკბილეული: გოზინაყი არომატული თაფლითა და ნიგვზით;

ყველაფერ ამას თქვენ, სურვილის შემთხვევაში, ჩვენთან „კოლხიდის“ გურულ ფაცხაში, შეგასწავლიან ქართველი მზარეულები.

ფასიანი სერვისები:

 

მასაჟი

საერთო მასაჟი – 40 ლარი;
თავი და კისერი – 25 ლარი;
ზედა კიდურები და კისერი – 25 ლარი;
ქვედა კიდურები და წელი – 25 ლარი;
ზურგი – 25 ლარი

ქვიშის აბაზანები

 
ქვიშის აბაზანები პლიაჟზე – 10 ლარი;
ქვიშის აბაზანები ხელოვნურად გამთბარი ქვიშით დახურულ შენობაში – 20 ლარი;
ტრენაჟორი გროსა დცპ-თათვის – 40 ლარი;
რაიდთერაპია (თერაპია ცხენით) – 20 ლარი;
ინჰალაცია ნებულაიზერით – 10 ლარი;
სამკურნალო აბაზანები: ევკალიპტის, წიწვის და ანტიალერგიული – 15 ლარი;
ფიზიოთერაპია – 20 ლარი;
ელექტროფორეზი – 10 ლარი;
ფონოფორეზი – 10 ლარი;
ულტრა მაღალი სიხშირის დასხივებით მკურნალობა – 10 ლარი;
ამპლიპულსთერაპია – 10 ლარი;
პარაფინის აპლიკაციები – 10 ლარი;
საუნა – 25 ლარი

კორპორატიული ივენთები

“კოლხიდა” გთავაზობთ კომპლექსის ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის კორპორაციული ღონისძიებების ორგანიზებას – დაწყებული ბიზნეს-ტრეინინგებით დამთავრებული ფართო მასშტაბიანი საორგანიზაციო გასვლითი ღონისძიებებით, ასევე კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებას. ბიზნეს-მომსახურების სპეციალური პაკეტი სხვადახვა დონისა და მასშტაბის საქმიანი ღონისძიებების ორგანიზებისათვის. სპეციალური ფასები, რაც დღეისათვის საქმიანი ტურიზმის/მომსახურების ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ წინადადებას წარმოადგენს. ,,კოლხიდა”, იდეალური ადგილია სპორტსმენებისათვის, დასვენებისა და გაჯანსაღებისათვის, მთელი სეზონის განმავლობაში, ჩვენ ვართ მზად მივიღოთ და მოვემსახუროთ არა მარტო საქართველოს გუნდებს არამედ უცხოეთის გუნდებსაც, კერძოდ: უკრაინა, აზერბაიჯანი, რუსეთი, სომხეთი და ა.შ.

თქვენს განკარგულებაშია:

  • • საკონფერენციო დარბაზი 150 ადამიანზე;
    • მოლაპარაკებათა 3 ოთახი;
    • საბანკეტო და მიღებების დარბაზები;
    • ღონისძიების კოორდინაცია შეკვეთის მიღების წუთიდან უკანასკნელი სტუმრის გამგზავრებამდე;
    • გასართობი და შოუ-პროგრამების ორგანიზაცია;
    • საექსკურსიო მომსახურება;
     

გთავაზობთ კოფებრეიკების ფართო არჩევანს:

• კლასიკური – ყავა, ნაღები, ჩაი ლიმონით, ბუტერბროდი (ყველი, ვიჩინა, ძეხვი).
• ტრადიციული – ყავა, ნაღები, ჩაი ლიმონით, ტაფლი, ჯემი, ღვეზელი (სოკოს, კარტოფილისა, და ხორცის), მინერალლური წყალი, ნატურალური წვენები.
• ევროპული – ყავა, ნაღები, ჩაი ლიმონით, სხვადსხვა ნამცხვრები, ხილი, წვენი, შამპანური (შუშხუნა ღვინო).

არსებული საოფისე ტექნიკა და სერვისები:

მაგიდები, სკამები, კონდიციონერი/გამათბობელი, ვიდეოპროექტორი, ეკრანი, დაფა მარკერებით, ფლიპ-ჩარტი, ხმის გამაძლიერებელი სისტემა მიკროფონით, ვიდეო/DVD პლეერი, ტელეფონი/ფაქსი, სკანერი/ასლგადამღები, კომპიუტერი, ბანკომატი.

დეტალები:

ადგილების რაოდენობა

ოთახების რაოდენობა

მახასიათებლები

ღირებულება

 

100-150

  

1 დარბაზი

3 დამხმარე ოთახი

საკონფერენციო მაგიდები, სკამები, ვიდეოაუდიო აპარატურა, პროექტორი, კომპიუტერული ტექნიკა

 

 

საათი: 100 ლ

მთელი დღე: 500 ლ