სამედიცინო პროფილი

სამედიცინო მეთოდოლოგია

“კოლხიდა”-ში მკურნალობა ყველა ავადმყოფს ინდივიდუალურად უტარდება გამოცდილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამკურნალო ფაქტორების გამოყენებას, განსაკუთრებით დადებითი შედეგები აქვს ბავშვთა დაავადებების მკურნალობის დროს. დადებითი ძვრები განპირობებულია არამარტო ქვიშის ზემოქმედებით, არამედ ურეკის ყველა კურორტული ფაქტორის ზემოქმედებით, მათ შორის “თალასოთერაპიის” გავლენითაც. ამასთანავე, ბუნებრივია არ შეიძლება გამოირიცხოს ემოციური და ფსიქოთერაპიული ფაქტორი – გარემოს შეცვლა, დასვენება, ლანდშაფტის სილამაზე და სხვა. ერთი კურსის ოპტიმალური ვადაა 24 დღე და იგი მოიცავს:
 
I. აკლიმატიზაციის პერიოდს:
გრძელდება საშუალოდ 2-5 დღე, რომლის მიზანია ავადმყოფი ორგანიზმის შეგუება გარემო პირობებთან. აკლიმატიზაციის დღეთა რაოდენობა განისაზღვრება ორგანიზმის ინდივიდუალური თვისებებით, დაავადებების ხასიათით და ურეკიდან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დაშორებით.
 
II. ჰაერის აბაზანებს:
დოზირება დამოკიდებულია დაავადების ხარისხსა და ხასიათზე. აბაზანები ინიშნება ჰაერის სხვადასხვა ტემპერატურის დროს, რადგანაც, რაც უფრო დაბალია გარემოს ტემპერატურა და მეტია ქარის სიჩქარე, მით მეტია ჰაერის აბაზანის გამაღიზიანებელი მოქმედება. ჰაერის აბაზანების ძირითადი მიზანია სხეულის გაკაჟება, ორგანიზმის დამცველობითი ძალების გაძლიერება მეტეოფაქტორთა ზემოქმედების მიმართ. აბაზანის დოზირება ხდება წუთებში (10 წუთიდან 1-2 საათამდე). ჰაერის აბაზანა ითვლება მზის აბაზანაზე გადასასვლელ მოსამზადებელ პროცედურად.
 
III. მზის აბაზანას:
ეს ძლიერმოქმედი სითბური პროცედურაა. იგი იწვევს თერმოლეგურაციის მექანიზმების დაძაბვასა და სითბოს რეგულაციაში მონაწილე ყველა ორგანოს და სისტემის ფუნქციის შეცვლას. პროცედურის სწორი დოზირებისას ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენით ვითარდება დადებითი ძვრები. დოზირებული მზის აბაზანები ზაფხულობით ტარდება დილის საათებში, გაზაფხულზე და შემოდგომაზე კი შუადღისას.
 
IV. მაგნიტური ქვიშის აბაზანას:
მიღების მეთოდიკა ურეკში, შემდეგნაირად მიმდინარეობს: პლაჟის რომელიმე უბანს შემოავლებენ ღობეს, რათა დაცული იქნას ქარისაგან და ქვიშაც უკეთესად გათბეს, რომელსაც ცრიან საცერით დილით 6-7 საათზე და მონაკვეთს ყოფენ პატარა უბნებად თითოეული პაციენტისთვის. ყოველი ნაკვეთის ირგვლივ კეთდება 30 სმ სიმაღლის ქვიშის ბორცვები. დღის 11-12 საათისთვის, როდესაც ქვიშა გათბება 50-55°-მდე, ავადმყოფი წვება გამზადებულ უბანზე, ზედ დააყრიან ცხელ ქვიშას, თავისუფალს ტოვებენ თავს, კისერს და გულის არეს, ხოლო მზის სხივებისგან თავის დასაფარავად ამაგრებენ საჩრდილობელს. პროცედურის ხანგრძლივობა მოზრდილთათვის 10-დან 30-40 წუთია, ბავშვებისთვის 5-15 წუთი. პროცედურის შემდეგ ავადმყოფს გაწმენდენ ქვიშასაგან, შემოახვევენ ზეწარს და 15-20 წუთის მანძილზე საშულებას აძლევენ დაისვენოს ჩრდილში. შემდეგ ავადმყოფს გადაავლებენ მზეზე გამთბარ წყალს და კარგად შეამშრალებენ, ამის შემდეგ ასვენებენ შენობაში 1,5-2 საათის განმავლობაში. მკურნალოიბის კურსია 10-15 აბაზანა. პროცედურას ავადმყოფი ღებულობს ყოველდღე ან დღეგამოშვებით.
 
V. ზღვის აბაზანების:
მიღების დროს ორგანიზის რეაქცია ძირითადად ორი ფაზისაგან შედგება. პირველი ფაზა – პირველადი გაციების ფაზა, რომელიც დაკავშირებულია სხეულის უეცარ გაციებასთან და ნერვულ-რეფლექსური ხასიათისაა. ის გამოვლინდება ზედაპირულ სისხლძარღვთა სპაზმის და შინაგანი ორგანოების სისხლძარღვების გაფართოებით, რის შედეგადაც სისხლი პერიფერიიდან შინაგანი ორგანოებისაკენ გადაინაცვლებს. აღინიშნება რეფლექსური ვაგუსის აღგზნება, მისი ფუნქციის გაძლიერება, რაც გულის მუშაობის რიტმის შენელებას, სუნთქვის გაღრმავებას და გაიშვიათებას, სისხლის არტერიული წნევის მომატებას იწვევს. მეორე ფაზა ვლინდება სითბოს შეგრძნებითი, რაც გამოწვეულია კანში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებით. ამ დროს მკვეთრად იწევს სითბოს რეგულაციის დონე. სუნთქვა ხშირდება და ღრმავდება, 2-3 ჯერ მატულობს ჟანგბადის მოხმარება, ჟანგვა-აღდგენითი პროცესი ძლიერდება, ფილტვების ვენტილაცია მატულობს და გულის მუშაობა ძლიერდება. ზღვის აბაზანები უხდება შემდეგ დაავადებებს: ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებები, სიმსუქნე, გულსისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადება კომპენსირებული ფორმით, ლიმფადენტი, რაქიტი, სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი პროცესი. ზღვაში ბანაობა ენიშნებათ მხოლოდ ყველა ზემოჩამოთვლილი პროცედურის შემდეგ შესაბამისი კლიმატური რეჟიმის გათვალსწინებით (1 წუთიდან 10-20 წუთამდე).
 

სამედიცინო პროფილაქტიკური მიმართულებები

სასტუმროში მუშაობენ სერტიფიცირებული ექიმები და საშუალო მედპერსონალი: თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ბავშთა ნევროპათოლოგი, ფიზიოთერაპევტი, ორთოპედი, ექიმი-ლაბორანტი, მასაჟისტები, მეთოდისტი, რეაბილიტოლოგი, მედდები.
სასტუმროს ყოველ პაციენტს უტარდება: სპეციალისტების კონსულტაცია, ლაბორატორიული გამოკვლევები და ენიშნება შესაბამისი პროცედურები.
სანატორიუმში ხორციელდება სადღეღამისო მორიგეობა, პირველადი სამედიცინო დახმარების და შემდგომი მედიკამენტოზური მკურნალობის მიზნით.
 
I საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა
• ტრავმის შემდგომი დაზიანებების რეაბილიტაცია (მოტეხილობები, დაზიანებები).
• რაქიტის პროფილაქტიკა და მისი თანმდევი მოვლენების მკურნალობა.
• საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები: რევმატიული და ინფექციური პოლიართრიტი რემისიის ფაზაში. გაცვლითი დისტროფიული პოლიართრიტი, მენჯ-ბარძაყის დისპლაზია, კოქსართროზის კომპენსირებული ფორმები.
• ზოგიერთი ლოკალიზაციის ოსტეოჰონდროპათიები: მკურნალობა და რეაბილიტაცია (პერპესის და ოსგუტ-შლაბერის დაავადება).
• ტანმედეგობის დარღვევა: სქოლიოზი, კიფოსქოლიოზი, ბრტყელტერფიანობა.
• ოსტეოჰონდროზი, სპონდილოზი, სპონდილოართროზი.
• დორსალეგია.
 
II ნერვული სისტემა
• ნერვული სისტემის ფუნქციონალური დაავადება, ნევროზები, მათ შორის კლიმაქტორული ნევროზი.
• ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები: ნევრიტი, როლინევრიტი, პლექსიტი. როლირადიკულონევრიტი არამწვავე პერიოდის.
 
III ფსიქორეაბილიტაცია
• ფსიქორეაბილიტაცია (სტიქიური უბედურებები, ტერაქტები და ა. შ.)
 
IV გულ-სისხლძარღვთა სისტემა
• I და II სტადიის ჰიპერტონული დაავადება.
• მიოკარდიოდისტროფია სისხლის მიმოქცევის უკმარისობა I სტადია.
• კომპენსირებული ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი.
• კორონალური ატეროსკლეროზი I სტადია.
• თანდაყოლილი გულის მანკის ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია (ფალოსტრიადა, ფალოსტეტრადა).
 
V ენდოკრინული სისტემა
• დიფუზური ჩიყვი იოდის უკმარისობით.
• ალიმენტური სიმსუქნე.
 
VI კანის დაავადებები
• ფსორიაზი რემისიის ფაზაში.
მკურნალობის მეთოდები
• მაგნიტური ქვიშის აპლიკაცია. ეს პროცედურა ხორციელდება ზაფხულის მზიან ამინდში ექიმის დანიშნული მეთოდიკით და მედპერსონალის ზედამხედველობის ქვეშ. ქვიშის აბაზანის საერთო ხანგრძლივობა 10 – 40 წუთის განმავლობაში. ბავშვებისათვის 5 – 15 წუთის განმავლობაში. ქვიშის აბაზანების თერაპიული მოქმედება განპირობებულია უმთავრესად ტემპერატურული ფაქტორისა და ქვიშის მექანიკურ გავლენის შეთანხმებით. რაც შეეხება ურეკის ქვიშას, აქ ემატება კიდევ მისი მაგნიტური ველის გავლენა. მაგნიტური ქვიშის აპლიკაციის ზემოქმედების ქვეშ უმჯობესდება ადამიანის ორგანიზმში ჟანგვითი-აღდგენითი რეაქცია, დადებითად მოქმედებს ორგანიზმის საერთო ჰემოდინამიკაზე, უმჯობესდება კაპილარებში სისხლის მიმოქცევა, შეინიშნება ლიპიდური ცვლის მოწესრიგება.
• ზღვის პროცედურები. ცურვა
• სამკურნალო აბაზანები (წიწვოვანი, ევკალიპტის, ანტიალერგიული) პაციენტები იღებენ სამკურნალო აბაზანებს ექიმის დანიშნულებით.
• მასაჟს და სამკურნალო ფიზკულტურას ატარებენ სპეციალისტები ექიმის დანიშნულებით.
• ფიზიოთერაპია (ელექტროფორეზი, ფონოფორეზი, უ.ი.ს., აპლიპულსთერაპია), ნიშნავს ფიზიოთერაპევტი ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ.