20% ფასდაკლება დაიწყო

kolkhida resort & Spa

ოთახები და ფასები

სტანდარტული - 2X
სტანდარტული - 4X
აპარტამენტი

სერვისები

“კოლხიდა” ფიჭვნარით მდიდარ უნიკალურ სანაპიროზეა გაშენებული, ფლობს საკუთარ 3 ჰექტარ ეზოს და საკუთარ 250 გრძივ მეტრ პლაჟს. ჩვენი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი გთავაზობთ სერვისს, რომელშიც შეზავებულია კომფორტი და ტრადიციული ქართული სტუმარ-მასპინძლობა. სუბტროპიკული კლიმატი, თბილი ზღვა, მზე და უნიკალური მაგნიტური ქვიშა – ბუნების ეს ნამდვილი საოცრება შესანიშნავ საშუალებას იძლევა ტურისტების დასვენების, გაჯანსაღებისა და მკურნალობისათვის.

სამედიცინო პროფილი

ურეკში დასვენებისას და მკურნალობისას ადამიანის ორგანიზმზე კომპლექსურად მოქმედებს რამდენიმე ბუნებრივი და ფიზიკური ფაქტორი – ზღვის კლიმატი, თბილი ქვიშის აბაზანა და მცირე ინტენსივობის მაგნიტური ველი, ყოველივე ეს ქმნის საუკეთესო პირობებს გაჯანსაღებასა და დასვენებისათვის.